ოთხშაბათი, 11.20.2024, 5:34 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

დღესასწაულები

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

აქ გავაგრძელებთ დღესასწაულები დადებას :)

3 მარტი - დედების დღე


3 მარტი ის დღეა და ის შანსია, როცა დედიკოებს კიდევ ერთხელ ვაგრძნობინებთ
იმ დიდ სითბოსა და სიყვარულს, რომელიც სწორედ მათ შექმნეს ჩვენში.


ქალი მაშინ კი არ ხდება დედა, როდესაც შვილი ეყოლება, არამედ მაშინ როდესაც მასში დედობა გაიღვიძებს. ყველა სულერს დედამისი საუკეთესო ჰგონია, იცის რომ სხვებსაც კარგი დედები ჰყავთ, მაგრამ მისი მაინც განსაკუთრებულია. 
დედობა არა მარტო დედამიწაზე ახალი სიცოცხლის მოვლინებაა, არამედ ზრუნვის, სითმოს, სიყვარულის, სიხარულისა და ბედნიერების გაზიარებაც.

დედობის დიდი არსის დასამტკიცებლად ერთ-ერთ ცნობილ ფრაზას მოვიყვან:
ქალისათვის ყველაზე ახლო ადამიანი შვილია, რადგან მხოლოდ მას აქვს დანახული მისი გული შიგნიდან

არ დაგვავიწყდეს, რომ დედა ჩვენთვის ცხოვრობს და ჩვენთვის ზრუნავს, ამიტომ არ დავინანოთ ის ფრაზა, რომელიც უთუოდ გაახარებს მის გულს: "მიყვარხარ, დეე..."

ამ ნიუსით მინდა მივულოცო მომავალ დედებსაც, მითუმეტეს თუ უკვე არიან იმ დიდი
გრძნობის მატარებლები, რასაც დედობა ჰქვია.


.


იმედია მოგეწონათ, ეს სიახლე...  მე დედა


ბარბარობა


ბარბარობა, ქრისტიანული წმინდანის, ბარბარეს (ბარბალეს) სახელობის დღესასწაული. ხალხური წეს-ჩვეულების თანახმად იმართებოდა 4-6 დეკემბერს (ძველი სტილით).

ქრისტიანული ბარბარეს კულტი წარმოიშვა და გავრცელდა აღმოსავლეთის მართლმადიდებელთა შორის. მის სამშობლოდ ასახელებენ ეგვიპტეს, ბაალბექს, ფრიგიას. ბარბარეს უმთავრესად თაყვანს სცემდნენ როგორც ავადმყოფთა მკურნალსა და მფარველს. ევროპის კათოლიკურ ქვეყნებში მიაჩნდათ ცეცხლისა და ქარიშხლისაგან მფარველ წმინდანად და მის სახელზე ზარებს წირავდნენ, აგრეთვე იმ ხელოსანთა მფარველად, რომელთაც მუშაობისას თოფის წამლის გამოყენება სჭირდებოდათ.

ქართველების ერთ-ერთი უძველესი საახალწლო დღესასწაული. ქართლი ბარბარობის წინაქრისტიანული ხანის წარმოდგენებსაც შეიცავს. ქართველები ბარბოლს, ბარბლაშის (სვანეთი) და ბარბალეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწოდების წინაქრისტიანული მზის ადგილობრივ ღვთაებას.

ღვთაება ბარბალეს ატრიბუტებს წარმოადგენდა წრიული საგნები და სხვადასხვა სოლარული ემბლემები (რკინისა თუ მწვანე რტოებით დამზადებული წრეები, კვირისტავები, გვერგვი, კალპი, გვირვინი და სხვა). მორწმუნე ქართველებს იგი წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც ქალების, ფურების და საერთოდ ბუნების ნაყოფიერების დედური ძალების მფარველი ასტრალური ქალღვთაება. ბარბარობაში ასახულია ქართველთა კოსმოგონიური წარმოდგენები, რადგან ეს დღეობა ითვლებოდა ზამთრის მზის ბუნიობის დღეობად. რიგი გადმონაშთებისა ასახავს ბარბალესა და ნიშხის, ე. ი. მზისა და ციური გველეშაპის ანუ ნათლისა და ბნელის კოსმოგონიურ ბრძოლას. ქართველთა ძველ კალენდარში ბარბალეს თვე უნდა ყოფილიყო წლის დასაწყოსი თვე. ბარბარობასთან დაკავშირებული იყო სხვადასხვა რიტუალური ლოცვა-ვედრება, შესაწირავები: რძის ფაფა, ხაჭაპურები (სვანეთში), ლობიოს- და ნიგვზისგულიანი ჯვარდასახული ტაბლები, ე. წ. საბარბალო ტაბლები (ლეჩხუმში) და სხვა. ბარბარობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რიტუალი იყო მეკვლეობა.


8 მარტი _ ქალთა საერთაშორისო დღე

რატომ აღინიშნება ქალთა დღესასწაული მაინცდამაინც 8 მარტს?


ყველაფერი დაიწყო 1857 წლის გაზაფხულზე. 8 მარტს ნიუ-იორკში მუშა ქალები გაიფიცნენ აუტანელი სამუშაო პირობებისა და ძალზე მწირი ხელფასის გამო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია.გავიდა ორი წელი და ამ ქალებმა პირველი პროფკავშირი დააარსეს. მომდევნო წლებში საპროტესტო ტალღა უფრო მასშტაბური გახდა. პროტესტი იზრდებოდა, უკმაყოფილო ქალების რიცხვი მატულობდა. მათ პროტესტს შედეგი არ ჰქონდა, მაგრამ დანებებას მაინც არ აპირებდნენ. 1908 წელს 15 000 ქალი გამოვიდა ქუჩაში სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.

1910 წელს კოპენჰაგენში ჩატარდა პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე _ 8 მარტი, გავლენიანი გერმანელი სოციალისტის _ კლარა ცეტკინის ინიციატივით.'

1917 წლიდან ქალთა სოლიდარობის ნაპერწკალმა რუსეთშიც იფეთქა. აქაც დაიწყეს ამ დღეს დემონსტრანტმა ქალებმა ქუჩაში გამოსვლა სოლიდარობის მიზნით. 1975 წელს, რომელიც ქალთა საერთაშორისო წლად იწოდება, 8 მარტი ქალთა დღესასწაულად გამოაცხადეს და უქმე დღე დააწესეს.

დღესდღეობით თითქმის მთელი მსოფლიო აღნიშნავს ყოველი წლის 8 მარტს, როგორც ქალთა საერთაშორისო დღეს.
არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი. ამ დღეს ყველა ქალი განსაკუთრებულად ელის. იღებენ საჩუქრებს და მილოცვებს და ხარობენ თავიანთ ახლობლებთან ერთად.

 გისურვებთ ყველა ქალს,  ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ულევ სიხარულს, სიყვარულს და სილამაზეს!



დაუვიწყარი დაბადების დღე


"ცოტაოდენი ფანტაზია და მარჯვე ხელები" :)
შესაძლოა ასე დავახასიათოთ ეს სტატია, სადაც სახლის პირობებში ორიგინალური სადღესასწაულო სუფრის გაწყობას გვასწავლიან


მაშ ასე. ეს ყველაფერი შეგიძლიათ მოუწყოთ როგორც თქვენს თავს ასევე მეგობარს, მშობელს და ა.შ.

პირველ რიგში ოთახიდან სადაც ვაპირებთ წვეულების მოწყობას, გავიტანოთ ყველა არასაჭირო ნივთი რათა ადგილი დიდი დაგვრჩეს. გავიტანოთ ოთახიდან ასევე ყველანაირი დეკორაცია, ჭურჭელი, ტორშერი ა.შ. რათა ვინმემ არ გატეხოს და მერე გული არ დაგვწყდეს.

მეორე: შევუდგეთ დეკორაციის გაკეთებას წვეულებისთვის. დაგვრჭირდება ბანერი წარწერით " გილოცავ დაბადების დღეს" ან "Happy Birthday "სახელი" . ამ ყველაფრისთვის კი დაგჭირდება :

1) ფერადი ფურცლები ან მუყაო უკეთესი იქნება (ნებისმიერ საკანცელარიო მაღაზიაში იყიდება და იაფი ღირს"
2) ქაღალდის წებო ან სტეპლერი
3) ნაჭრის ლენტი
4) ჭიკარტი


ყველაზე ლამაზი გამოვა ბანერი თუ მას მუყაოთი გავაკეთებთ.

1) ავირჩიოთ კომპიუტერში ლამაზი ფონტი და ამოვაპრინტეროთ დიდ ზომაზე. ( როგორც სურათში)
2) მუყაოსგან გამოვჭრათ წრეები ან რა ფორმაც თქვენ გინდათ (სურათი) თუ მუყაო სხვადასხვა ფერის იქნება უფრო ლამაზი გამოვა
3) გამოვჭრათ ასოები
4) დავაწებოთ მუყაოებს
5) თეთრი ფურცლისგან გამოვჭრათ უფრო დიდი ზომის წრეები (სურათზე როგორცაა) და დავაწებოთ მუყაოები
5) გამოჭრილი მუყაოები გადავაბათ ერთმანეთს ლენტებით უკეთესია სხვადასხვა ფერის იყოს როგორც სურათზეა.





მესამე: აუცილებლად დაგვჭირდება ქუდები . თუ ყიდვა არ შეგიძლიათ გასწავლით როგორ კეთდება უფრო ლამაზები ვიდრე აქ იყიდება :)) ( მაღაზია Bhappy, Goodwill ).

მეოთხე: ფერადი ბუშტები ძალიან მაგარი იდეაა გასალამაზებლად. თუ ფული არ გაქვთ რომ ჰელიუმით გაბეროთ რათა ჭერზე იყოს ბურთები არ იდარდოთ.

მე გასწავლით რამდენიმე ხერხს თუ როგორ შეიძლება ბუშტებით დეკორაციის გაკეთება.

შეიძლება ვიდეო რონ ნახოთ თქვათ ამას ვერასოდეს გავაკეთებოო, მაგრამ იცოდეთ რომ მეც მასე ვთქვი მაგრამ მთელი ბანკეტის დეკორაციები მე გავაკეთე და ბავშვებს ეგონათ ფული გადავიხადე ისეთი მაგარი იყო .

:))) ასე რომ არ იდარდოთ. ადვილი გასაკეთებელია. შეგიძლიათ არ გაუკეთოთ ჯოხი და მარტო ყვავილი გააკეთოთ და კედლებზე ან ფარდაზე ან ჭერზე მიასკოჩოთ. ძალიან ლამაზი იქნება განსაკუთრებით ჭერზე. 

მეხუთე: არ დაგავიწყეთ დინამიკები. რაც ყველაზე მთავარია. ჩაწერეთ CD ზე ან USB -ზე სიმღერები. ეცადეთ დინამიკები არ იყოს მიერთებული ინტერნეტიან კომპიუტერთან ,

რადგან დამიჯერეთ ყველა მივა და რაც მოსწონთ იმას ჩართავენ და ვერცერთ სიმღერას ვერ მოუსმენთ ბოლომდე. ასე რომ ჯობია თქვენი საყვარელი რეპერტუარი შეარჩიოთ. დინამიკებს თუ მაღლა ჩამოკიდებთ უკეთესია. 

მეექვსე: დარწმუნებული ვარ არავის არ გვინდა რომ ჩვენს დაბადების დღეზე უამრავმა უცნობმა ადამიანმა მოიყაროს თავი. ამიტომ საჭიროა ჩამოვწეროთ სია და გავაკეთოთ მოსაწვევი ბარათები.

 

მეშვიდე: ყველაზე მთავარი. ტორტი. რაც შეიძლება მხიარულ ფერებში უნდა იყოს.

მერვე: თუ დაბადების დღეს ვაკეთებთ თინეიჯერისთვის ჩემი აზრით უმჯობესია თუ ალა ფურშეტი იქნება. უფრო მეტი ადგილი იქნება საცეკვაოდ.

ოთახში აუცილებლად საჭიროა იყოს დივანი, პუფები ან სკამები. ოთახის კუთხეში დავდგათ მაგიდა . დავაწყოთ თეფშები ერთმანეთზე, ჩანგლები, ჭიქები,საწრუპები და ხელსახოცები (ფერადები ან ნახატიანი უმჯობესია). მაგიდაზე საჭიროა იყოს: ხილი, ბურგერები, სენდვიჩები(რასაც არ სჭირდება დაჭრა), გამაგრილებელი სასმელი, ალკოჰოლური სასმელი.

1) ხილი . ჯობია გააკეთოთ ისე როგორც სურათზეა. უფრო ლამაზია.

როგორ გავაკეთოთ სენდვიჩები: არავითარ შემთხვევაში ბევრი რამეები არ დაადოთ პურს ! ტოსტერის ოთხკუთხედ პურს წავუსვათ მაიონეზი და აჯიკა(ძალიან მწარე არა) ერთმანეთში გადარეული თხელ ფენად.

დავადოთ სალათის ფურცელი, დავადოთ ლორი, ძეხვი ა.შ., დავადოთ ძალიან თხლად დაჭრილი პომიდორი და კიტრი, დავაფინოთ ისევ სალათის ფურცელი და დავაფაროთ ზემოდან მაიონეზიან-აჯიკიანი პური.

ავიღოთ ხის ჩხირი (კბილის ), ჩამოვაცვათ ზეთის ხილი და ჩავარჭოთ სენდვიჩში.

19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღე

ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა. წმიდა ნიკოლოზის ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე.wm.nikoloziმართლმადიდებლები წმიდა მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ და ისიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მათ. წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანს ქართული ეკლესია შეავედრა. წმიდანი დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, თავადაც მაგალითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობისა.

ცხოვრება წმინდა ნიკოლოზისა ღვთაებრივი ნათლით იყო გაბრწყინებული. მის ლოცვასა და შემწეობას მრავალი ადამიანი უხსნია ხორციელი თუ სულიერი სიკვდილისაგან. მრავალი გადაურჩენია ზღვაში ჩანთქმისგან, მრავალიც განუკურნავს: ბრმათათვის თვალი აუხელია, კოჭლთათვის საღი ფეხი მიუცია, ყრუთათვის – სმენა, უტყვთათვის – მეტყველების მადლი. სიღატაკეში მყოფთათვის – ცხოვრების სახსარი, დამშეულთათვის – სასმელ–საჭმელი.

ქართველ ხალხში წმიდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს. საქართველოში მის სახელზე აგებული მრავალი ტაძარი არსებობს და ამ დღესასწაულს განსაკუთრებული სიხარულით ამ ტაძრის მრევლი აღნიშნავს ხოლმე. წმიდა ნიკოლოზის ხატის დაწერაც დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული ქართველი ხატმწერებისთვის. ამასთან, ნიკოლოზი საქართველოში ერთ–ერთი გავრცელებული სახელია და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი ცდილობს, ღირსეულად ატაროს წმიდანის სახელი.წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები – თეოფანე და ნონა დიდი ხნის მანძილზე ევედრებოდნენ ღმერთს, ებოძებინა მათთვის შვილი. მათ აღთქმა დადეს, თუ მემკვიდრე შეეძინებოდათ, მას უფალს მიუძღვნიდნენ და ღვთისმსახურად აღზრდიდნენ. ღმერთმა მშობლების ვედრება ისმინა და მათ ვაჟი უბოძა, რომელსაც სახელად ნიკოლოზი უწოდეს.

წმიდა ნიკოლოზი დაიბადა თუ არა, მისი დედა, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე სენი ტანჯავდა, მსწრაფლ განიკურნა. ნათლობისას კი ჩვილი ნიკოლოზი ემბაზში დამოუკიდებლად 3 საათის განმავლობაში ფეხზე იდგა. დედის რძესაც ოთხშაბათობითა და პარასკევობით მხოლოდ საღამო ხანს, მწუხრის ლოცვის დასრულების შემდეგ იღებდა.

წმ. ნიკოლოზმა ყრმობიდანვე ღრმად შეისწავლა საღმრთო წერილი. მთელ დღეს ტაძარში ატარებდა, ღამით კი ლოცულობდა და წმიდა წიგნებს კითხულობდა. პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა იგი ჯერ მედავითნედ დანიშნა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. სულიწმინდით აღვსილმა მღვდელმთავარმა ამ დღეს ასე მიმართა ხალხს: "ძმანო, მე ვხედავ ახალ მზეს, ამომავალს ქვეყნად, რომელი მონანულთა ნუგეშს მოჰფენს; კურთხეულ არს სამწყსო, რომლის მოძღვარიც იგი იქნება, რამეთუ ცოდვილთა სულებს კეთილად უწინამძღვრებს… და ჭირთა შინა შემწედ მოევლინება.”

წმიდა ნიკოლოზი პრესვიტერი იყო, როცა ბიძამ ეპარქიის გამგებლობა ჩააბარა და თვითონ წავიდა ადგილების მოსალოცად პალესტინაში. წმიდანი დიდი სიყვარულით შეუდგა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. მშობლებისაგან მემკვიდრეობით მიღებული ქონება ღარიბებს დაურიგა. ცდილობდა, არც ერთი ადამიანის გაჭირვება და უბედურება არ გამორჩენოდა მხედველობიდან.

პათარის ეპისკოპოსის დაბრუნების შემდეგ წმ. ნიკოლოზი პალესტინაში გაემგზავრა. გემზე ყოფნისას მან სასწაული ორჯერ აღასრულა: ჯერ გამძვინვარებული სტიქია ჩააწყნარა ლოცვით, შემდეგ კი ანძიდან ჩამოვარდნილი მეზღვაური ფეხზე უვნებლად წამოაყენა.

იერუსალიმში ჩასულმა წმიდა ნიკოლოზმა ლოცვით მოვლო წმიდა ადგილები. შორიდან მოსული დიდი მლოცველის წინაშე სიონის მთაზე ეკლესიის დახშული კარები ღამით თავისით გაიღო. მას შემდეგ, რაც იესო ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ყველა წმიდა ადგილი მოილოცა, წმ. ნიკოლოზი უდაბნოში აპირებდა წასვლას, რათა იქ განდეგილის ცხოვრებით ეცხოვრა, მაგრამ ღვთაებრივმა ხმამ მას სამშობლოში დაბრუნება ურჩია.

მირონ–ლუკიაში დაბრუნებული წმიდა ნიკოლოზი კვლავ განმარტოებისაკენ ისრაფვოდა, მაგრამ უფლის ნებით მისი ცხოვრება სხვა გზით წარიმართა. მას თვითონ უფალი გამოეცხადა და ძვირფასი თვლებით შემკული სახარება უბოძა, ხოლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ომოფორი უწყალობა. სულ მალე ამ ჩვენებიდან წმიდა ნიკოლოზი მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსად აირჩიეს. უსჯულო დიოკლეტიანეს მეფობის დროს, ქრისტიანების გააფრთებული დევნისას, მღვდელმთავარი ნიკოლოზიც დააპატიმრეს და საპყრობილეში ჩასვეს, სადაც იგი ქრისტიანებს ჭეშმარიტი რწმენით განამტკიცებდა და ეხმარებოდა, მხნედ გადაეტანათ მიყენებული ტანჯვა–წამება.

მოციქულთასწორის კონსტანტინე დიდის გამეფების შემდეგ მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი თავის სამწყსოს დაუბრუნდა. 325 წელს მან მონაწილეობა მიიღო ნიკეის პირველ საეკლესიო კრებაში, რომელმაც სარწმუნოების სიმბოლო მიიღო. სხვა წმიდა მამებთან ერთად იგი შეურიგებლად ამხელდა იმ ხანებში ფართოდ გავრცელებული ალექსანდრიელი ხუცესის, მწვალებელი არიოზის ცრუ მოძღვრებას. ერეტიკოსის უტიფრობამ თვით სიმშვიდის ხატად ცნობილ წმ. ნიკოლოზსაც დააკარგვინა მოთმინება. ცრუ მოძღვარს, რომელიც თავისას ჯიუტად ამტკიცებდა, მან კვერთხი ჩაარტყა, რისთვისაც მღვდელმთავრის პატივი აეყარა და ომოფორი ჩამოერთვა. მაგრამ კრების მონაწილე რამდენიმე მამას ზეგარდამო ჩვენებით ეუწყა, რომ წმ. ნიკოლოზი მღვდელმთავრად თვით უფალმა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა აკურთხეს, რის შედეგადაც მას უწინდელი ღირსება აღუდგინეს.

წმიდა ნიკოლოზი ღრმად მოხუცებული მიებარა უფალს. ადგილობრივ საკათედრო ტაძარში მისი წმიდა ნაწილები დიდხანს უხრწნელად იყო დაცული. მათგან წმიდა მირონი მოედინებოდა, რომლითაც მრავალი სასწაულებრივად იკურნებოდა. 1087 წელს წმიდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარის მცხოვრებლებმა თავიანთ ქალაქში გადაასვენეს, რადგან მირონ–ლუკიაში მას საფრთხე დაემუქრა მაჰმადიანების მხრიდან.













  

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩვენი გამოკითხვა

სად შეხვდებით ახალ წელს?
სულ პასუხი: 6

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0