ოთხშაბათი, 11.20.2024, 5:45 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

დღესასწაულები

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

აქ იქნება სამზარეულოს შესახებ ყველაფერი.


-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

რჩევები დიასახლისებს

1. შემწვარი კვერცხი, ანუ ომლეტი გაცილებით ფუმფულა და გემრიელი გამოვა, თუ კვერცხს თქვეფისას 1 სადილის კოვზ წყალს ჩაუმატებთ.

2. თუ ნაღები ათქვეფისას ძალიან თხელია, ჩაუმატეთ მას 1 სადილის კოვზი შაქრის ფხვნილი, შედგით მაცივარში და ხელახლა ათქვიფეთ.

3. ნიგვზის გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერ როგორც ბოსტნეულის, ასევე ხილის სალათაში. იგი მათ პიკანტურ და სასიამოვნო გემოს ანიჭებს და გაცილებით კალორიულიც არის.



თურქული სამზარეულო

იუფკა ხაჭოთი და ქიშმიშით

იუფკა (Yufka)  თურქული სიფრიფანა ლავაშია, რომელსაც დიდ რკინის ტაფაზე აცხობენ ფქვილის, მარილისა და წყლისგან  დამზადებული  ცომით. თბილისში მისი შეძენა თურქულ მაღაზიებშია შესაძლებელი, მაგრამ თუ ვერ იშოვით, ამ რეცეპტში სომხური ლავაშითაც შეიძლება ჩაანაცვლოთ (თუმცა ეს ორი ლავაში ერთნაირი არ არის!).   იუფკა სხვადასხვა ფორმით შეგხვდებათ: მართკუთხა, მრგვალი და სამკუთხედებად დაჭრილი.  სწორედ ეს უკანასკნელი დაგვჭირდება ხაჭოანი იუფკას მოსამზადებლად.

250 გ ხაჭო

3-4 ს.კ ქიშმიში

ვანილი

1 ს.კ შაქარი ან პუდრა (ან  გემოვნებით)

8 ნაჭერი სამკუთხა იუფკა

 

სასურველია ქიშმიშს წინასწარ დავასხათ მდუღარე წყალი: ჭუჭყიც გასძვრება და დალბება კიდეც.

ხაჭო ჩანგლით დავსრისოთ, დავამატოთ ვანილი, შაქარი და შემშრალი ქიშმიში.

იუფკას ნაჭერზე, ფართო მხრიდან დავდოთ გულსართი და გადავახვიოთ წვეროსკენ, თან შევუკეცოთ გვერდებიც.შევწვათ  ცხელ ზეთში, ტაფაზე.  შესაძლებელია ღუმელშიც, თუმცა ლავაში სხვა სტრუქტურას იღებს. ზეთში შემწვარი უფრო გემრიელი და ლამაზია :)

თურქული ფლავი

500 გ ქათმის ხორცი ( მე ფილე გამოვიყენე)
1 ხახვი
1 მუჭა ნუში
12 ცალი გარგრის ჩირი
200-250 გ კარგი ხარისხის ბრინჯი, არა მწებავი
დარიჩინის ჯოხი
პიტნის 10 ფოთოლი

ლუკმებად დაჭრილი ხორცი მობრაწეთ ზეთიან ტაფაზე დარიჩინთან ერთად.
  • ჩაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
  • შემდეგ დაამატეთ ბრინჯი და  ურიეთ დაახლოებით 1 წუთი, დაამატეთ ნუში, დაჭრილი ჩირი, 500-600მლ წყალი,მარილი  და დაახურეთ თავზე. ხარშეთ წყლის დაშრბამდე.
  • ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი პიტნა.

  თურქული გუფთები იოგურტის დიპით

საჭირო მასალა: 1 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 1 ს.კ. დაღერღილი ცხარე წიწაკა, 3 ს.კ. წვრილი ბულგური, 700 გ ცხვრის ხორცი, 1 კვერცხი, 8 ს.კ. ზეთი, 5 ღერი პიტნა, 250 მლ იოგურტი, მარილი, წიწაკა, შაქარი – გემოვნებით

მომზადება: ხახვი და ნიორი წვრილად დავკეპოთ, დავუმატოთ  დაღერღილი წიწაკა, ბულგური, გატარებული ცხვრის ხორცი, კვერცხი, მარილი, 3 ს.კ. ზეთი და ხელით ავზილოთ. შემდეგ 1 საათით მაცივარში შევდგათ. პიტნა დავნაყოთ, შევურიოთ იოგურტი, მარილი, წიწაკა და შაქარი. ფარშისაგან 16 ცალი მოგრძო ფორმის გუფთა გავაკეთოთ და გაცხელებულ ზეთში შევწვათ. გუფთები სუფრაზე პიტნიან სოუსთან ერთად მივიტანოთ.



ტორტი "ციყვი"




  მასალა:
ცომისთვის:
  •  • კვერცხი — 5 ც.;
  •  • კარაქი — 200 გ;
  •  • შაქარი — 250 გ;
  •  • ფქვილი — 1 ჭ;
  •  • გამაფხვიერებელი — 1 ჩ/კ;
  •  • კაკაო — 1,5 ს/კ;
  •  • ნიგოზი — 1 ჭ;
  •  • არაჟანი — 4 ს/კ;
  •  • ლიმნის წვენი — 0,5 ჩ/კ.
  •  კრემის მასალა:
  •  • ნაღები — 500 მლ;
  •  • შესქელებული რძე — 0,5 ქილა;
  •  • ნაღების გასამაგრებელი -4 პარკი.

 მინანქარი:
  •  • ნაღები — 200 მლ;
  •  • შოკოლადი — 200 გ;
  •  • ჟელატინი — 10 გ;
  •  • ორცხობილა გასაფორმებლად.


მომზადების წესი:
  1. კვერცხის ცილა და გული ჩავდოთ სხვადასხვა ჯამებში, ცილა შევდგათ მაცივარში.
  2.  გარბილებული კარაქი ვთქვიფოთ მანამდე სანამ არ გახდება ჰაეროვანი. შემდეგ თითო-თითო გულები ვამატოდ, გავაგრძელოთ თქვეფა.
  3. დავამატოდ არაჟანი, ნიგოზი, შემდეგ გამაფხვიერებელი, ფქვილი და კაკაო.
  4. ცილა ავთქვიფოთ შაქართან ერთად, თეთრ მყარ ქაფამდე, ბოლოს დავამატოდ ლიმნის წვენი, შევაერთოდ ცილა და ცომი ერთად.
  5. მიღებული ცომი ჩავასხათ ყალიბში, რომელიც წინასწარ უნდა წაისვას კარაქით. შევდგათ 200 °С  ღუმელში მომზადებამდე.
  6. გამომცხვარი ბისკვიტი გავაციოთ და დავჭრათ 3 ფენად.
  7. ნაღები ავთვიფოთ იქამდე სანამ არ აფუვდება, დავამატოდ შესქელებული რძე და გასამყარებელი, წავუსვათ ამ კრემით ჩვენი ფენები.

მოვამზადოთ მინანქარი:
  1. ჟელატინი ჩავარბილოთ წყალში, ნაღები გავაცხელოთ, მაგრამ არ ავადუღოთ. დავამატოდ აფუებული ჟელატინი ნაღებში, შემდეგ დავამატოდ შოკოლადი და ვურიოთ სანამ შოკოლადი დადნება ბოლომდე. დავტოვოთ სანამ გაცივდება.
  2.  ტორტის შუაში დავასხათ მინანქარი, ის თვითოთ დააფარებს მთელ ტორტს. როდესაც მინანქარი გაცივდება გააფორმეთ ტორტი ორცხობილით.


 



შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩვენი გამოკითხვა

სად შეხვდებით ახალ წელს?
სულ პასუხი: 6

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0