2014 წელი-ცხენის წელიწადი. როგორ შევხვდეთ მას? |
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2014 წელი ლურჯი ხის ცხენისწელიწადია.
ცხენი-ენერგიული, კომუნიკაბელური და ოპტიმისტია. უყვარს მეგობრების წრეში ყოფნა. გარდა ამისა იგი არის უმართავი, თავნება და ეგოისტი. საკმაოდ არასტაბილურია, შეუძლია ადვილად შეიცვალოს პროფესია და სამუშაო ადგილი. უყვარს მოგზაურობა. საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებულია და ფულის შოვნა ყოველგვარი სირთულის გარეშე შეუძლია. ეს წელიწადი გვპირდება დინამიურობას. ფერებია-ლურჯი(ცისფერი) და მწვანე.
ცხენის ჩინური სახელია-მა( Ma).
არის მეშვიდე ნიშანი ჩინური ზოდიაქოსი. დასავლური ზოდიაქოს მიხედვით შეესაბამება-ლომი, ხოლო ფერი-მწვანე. ელემენტი-ცეცხლი. პოლარობა-დადებითი. წლის კოსმიური ელემენტია-ხე.
ცხენის წლის თილისმად ითვლება-ლურჯი ხის ცხენი. ცხენი შემდეგი წლების სიმბოლოა: 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014, 2026.
მალე შემოაბიჯებს ახალი 2014 წელი და კარგი იქნება თუ გვეცოდინება როგორ შევხვდეთ მას. ცხენი ბუნებით მხიარულია, ოპტიმისტია და უყვარს სივრცე, ხალხმრავალი თავშეყრის ადგილები და გართობა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ იგი მიჯაჭვულია ოჯახზე, სახლზე და ამიტომ უმჯობესია ახალ წელს შეხვდეთ ოჯახურ, მხიარულ გარემოში. ასევე არ დაგავიწყდეთ რაც შეიძლება მეტ ნაცნობ-მეგობრებს დაურეკოთ და მიულოცოთ ახალი წელი. რა ჩავიცვათ ახალ წელს? რაც შეეხება ჩასაცმელს, იგი უნდა იყოს დახვეწილი, უმჯობესია თუ იქნება ლურჯი, ცისფერი და მწვანე ფერის. ცხენს ძალიან უყვარს მარგალიტის ყელსაბამი, განსაკუთრებით კი შავი მარგალიტი. ხისგან დამზადებული გულსაკიდები კი თქვენს საახალწლო მორთულობას ელეგანტურობას შეძენს. |
სუფრა განსაკუთრებულად უნდა იყოს გაწყობილი, რაგდან ცხენს უყვარს სისუფთავე და სილამაზე, უმჯობესია თუ თეთრი ხელსახოცებით გააფორმებთ სუფრას.
ასევე არ დაგავიწყდეთ სუფრაზე რაც შეიძლება ბევრი მწვანილი დადოთ. კარგი იქნება თუ კი ხის ჭურჭელს გამოიყენებთ და სახლსაც და ნაძვის ხესაც ხის სუვენირებით და სათამაშოებით მორთავთ.
ცხენს ძალიან უყვარს შვრია და ამიტომ შეგიძლიათ მაგიდაზე მას შვრიისგან დამზადებული პატარა თასით ფაფა დაახვედროთ.
ახალი წლის ღამეს ეცადეთ რაც შეიძლება ბევრი იცეკვოთ, რადგან ცხენს უყვარს მოძრაობა და სიჩქარე. მას უყვარს აქტიურობა და ყურადღების ცენტრში ყოფნა.დაიმახსოვრეთ, თუ ახალ წელს მოულოდნელი სტუმარი გესტუმრებათ(თუნდაც მას უბრალოდ შეეშალა კარი), შეიპატიჟეთ და აუცილებლად მიიწვიეთ მაგიდასთან და დაელოდეთ, ამ წელს თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილება მოხდება.
ბედნიერებას და წარმატებას გისურვებთ დამდეგ 2014 წელს, იმედია ჩემი რჩევები გამოგადგებთ.
როგორი იქნება 2014 წელი და როგორ შევხვდეთ მას?
2014 წელი — გრიგორიანული კალენდრით იწყება ოთხშაბათს და მთავრდება ოთხშაბათს. III ათასწლეულის ოცდამეერთე საუკუნის მეორე დეკადის მეოთხე წელია.
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2014 წელი ლურჯი ხის ცხენის წელიწადია.
გჯერათ სასწაულების? თუ არა, დამდეგმა 2014 წელმა შეიძლება აზრი შეგაცვლევინოთ. ვარსკვლავები გვპირდებიან, რომ წელიწადი ირაციონალურობისა და წინააღმდეგობრიობის ნიშნის ქვეშ ჩაივლის და მთლად სასწაულები თუ არა, უჩვეულო მოვლენები მაინც უხვად იქნება. ეს განსაკუთრებულად წლის პირველ ნახევარს ეხება.
ცხენი-ენერგიული, კომუნიკაბელური და ოპტიმისტია. უყვარს მეგობრების წრეში ყოფნა. გარდა ამისა იგი არის უმართავი, თავნება და ეგოისტი. დასავლური ზოდიაქოს მიხედვით შეესაბამება-ლომი, ხოლო ფერი-მწვანე.
ცხენი ეგოისტია, იგი სინდისის ქენჯნის გარეშე გადათელავს ყველას, ვინც აღუდგება.
როცა ოჯახს შექმნის, კეთილისმყოფელია, იგი მთავარი პერსონაჟია, ეს კი ხიბლავს მას ცხენს შეუძლია თავისი ცხოვრება თხას დაუკავშიროს.
როგორ შევხვდეთ ახალ წელს? - ცხენი ბუნებით მხიარულია, უყვარს ხალხმრავალი თავშეყრის ადგილები და გართობა, მაგრამ იგი მიჯაჭვულია ოჯახზე, სახლზე და ამიტომ უმჯობესია ახალ წელს შეხვდეთ ოჯახურ, მხიარულ გარემოში.
რაც შეეხება ჩასაცმელს, იგი უნდა იყოს დახვეწილი, უმჯობესია თუ იქნება ლურჯი, ცისფერი და მწვანე ფერის. ცხენს ძალიან უყვარს მარგალიტის ყელსაბამი, განსაკუთრებით კი შავი მარგალიტი.
კარგი იქნება თუ კი ხის ჭურჭელს გამოიყენებთ და სახლსაც და ნაძვის ხესაც ხის სუვენირებით და სათამაშოებით მორთავთ.
ცხენს ძალიან უყვარს შვრია და ამიტომ შეგიძლიათ მაგიდაზე მას შვრიისგან დამზადებული პატარა თასით ფაფა დაახვედროთ.
გისურვებთ ბედნიერ 2014 წელს!!!
საახალწლო სალათა "ცხენი" 2014 წლის სიმბოლო.
2014 წელი წელი ცხენის წელია. სუფრის გასალამაზებლად, შეგიძლიათ სალათა ცხენის ფორმით წარმოადგინოთ.
დრო-30 წთ;
ულუფა-4;
სირთულე-საშუალო;
ინგრედიენტები:
1. ქათმის ფილე, მოხარშული 250 გრ;
2. კიტრი 2 ცალი;
3.მაიონეზი 200 გრ;
4.სოკო 200-300 გრ;
5.ხახვი 1 ცალი;
6.მოხარშული კვერცხი 4 ცალი;
7.მარილი და პილპილი გემოვნებით;
მომზადება:
მოხარშული ქათმის ხორცი წვრილად დავჭრათ. სოკო და ხახვი ერთად მოვშუშოთ.
კიტრი წვრილად დავჭრათ. კვერცხის გული და ცილა გავაცალკევოთ და ცალ-ცალკე გავხეხოთ.
კიტრი და ქათმის ხორცი შევურიოთ ერთმანეთს, დავამატოთ მაიონეზის ნაწილი. დავამატოთ მარილი და პილპილი. თეფშზე ისე დავდოთ, რომ ცხენის თავის ფორმა მივცეთ.
მაიონეზი შევურიოთ კვერცხის გულსაც, ისე რომ არაჟანივით მასა მივიღოთ. წავუსვათ სალათას ზემოდან. მოვაყაროთ გახეხილი ცილა. ფაფარის ადგილას სოკო მოვაყაროთ, თვალებიც სოკოთი გავუკეთოთ. იმედია მოგეწონებათ ეს უგემრიელესი სალათა. იმედია დაგეხმარათ ჩემი რჩევა.
ხელსახოცის "ნაძვის ხე" - მარტივი საახალწლო დეკორაცია
საახალწლო სუფრის გალამაზება და განწყობის შექმნა სულ უბრალო ნივთებსაც შეუძლიათ. მიჰყევით ჩვენს ფოტო-ინსტრუქციას და ჩვეულებრივი ხელსახოცისგან შესანიშნავი საახალწლო დეკორაცია შექმენით.
შეარჩიეთ სასურველი ფერის ხელსახოცები და შეუდეგით საქმეს: გადაკეცეთ ჯერ ორად, შემდეგ ოთხად და ღია კიდეები გადაუკეცეთ როგორც სურათზეა ნაჩვენები.
შემდეგ გადააბრუნეთ და გვერდითა წვეროები ცენტრისკენ გადმოკეცეთ:
ისევ გადააბრუნეთ და ზემოთ აკეცეთ "ტოტები"
ბოლოს წვეროზე დაუმაგრეთ რაიმე დეტალი: ბაფთა, მძივის თვალი, ბურთულა და სხვა.
იმედია უკვე გააკეთეთ და მოგეწონათ კიდეც.
საახალწლო რჩევები თქვენი სილამაზისთვის
საახალწლოდ ყველას გვინდა საუკეთესოდ გამოვიყურებოდეთ. ქალბატონებს, რომელებსაც არ აქვთ ფუფუნება სალონებში ძვირადღირებული პროცედურები ჩაიტარონ და სპორტ-დარბაზებში საათები დაჰყონ შეუძლიათ სახლის პირობებში მარტივად მიაღწიონ სასურველ შედეგს.
პირველ რიგში მივხედოთ წონას.თუ ჩვენ გვაწუხებს ზედმეტი კილოგრამები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება დიეტაა სწრაფად წონის დასაკლებად.დიეტა არის 3 დღიანი,სამი დღის განმავლობაში ვსვამთ მხოლოდ 1 ქილა მაწონში არეულ თაფლს.საკმაოდ გემრიელი დიეტაა.
თაფლის ნიღაბი არაჟნით
1 კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი არაჟანი, 1 სუფრის კოვზი თაფლი ერთმანეთს შევურიოთ.მიღებული მასა სახეზე და ყელის მიდამოებში წავისვათ . 20-25 წუთის შემდეგ სველი პირსახოცით ჩამოვიწმინდოთ სევე დილაობით სახე ყინულის ნაჭრებით გავიწმინდოთ . ეს ატონიზირებს კანს აახალგაზრდავებს.
საახალწლოდ ფრჩხილებსაც ჭირდება სპეციფიური მოვლა ყველაზე მარტივი და იაფი საშუალებაა ერთ ჭიქა თბილ წყალში, ჩავამატოთ ერთი სუფრის კოვზი მარილი. "მარილწყალში" ხელები გავაჩეროთ 15-25 წუთი.
რაც შეეხება თმას ის არამარტო საახალწლოდ არამედ სულ მოვლილი უნდა იყოს.ერთ-ერთი მარტივი მეთოდი თმის გასაჯანსაღებლადაა მაიონეზის ნიღაბია.აიღეთ 100გრ. მაიონეზი, დაუმატეთ 1კოვზი არაყი (მე არ ვუმატებ ხოლმე) და 1 კოვზი ლიმონის წვენი. შეიზილეთ სველ თმაზე და გაიჩერეთ 20–30წუთი. შემოიხვიეთ პარკი და ზემოდან პირსახოცი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი განსაკუთრებით მშრალი ტიპის თმას მოუხდება.
რაც შეეხება კბილებს, მარტივად კბილების გათეთრება შეიძლება ერთ კოვზ სოდაში რამოდენიმე ლიმნის წვეთი უნდა დავუმატოთ და
ამით უნდა გამოვიხეხოთ კბილები თვეში ერთხელ.მაგ მეთოდით კბილების გახეხვა,ბაქტერიებს კლავს კარგად და კბილებიდან ნადებს აშორებს.ყოველდღე არ გააკეთოთ,ემალს დაგიზიანებთ.
წარმატებებს და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ...
როგორ შევიქმნათ საახალწლო განწყობა
გვიახლოვდება ახალი 2014 წელი. ალბათ ჯერ ცოტას თუ დაუწყია საახალწლო მზადება. თუ გსურთ საახალწლო განწყობა გაიმძაფროთ, მაშინ გირჩევთ მიჰყვეთ ამ მითითებებს.
უპირველესად ნაძვის ხეს შევეხოთ, რომლის გარეშეც ახალი წელი არ არსებობს. სასიამოვნო პროცესია ნაძვის ხის ოჯახთან ერთად მორთვა. მაგიდის საახალწლო გადასაფარებელიც ეფექტურია, განსაკუთრებით სუფრაზე, ფერად სანთლებთან ერთად. ფანჯრების მორთვა კი ქუჩაში მოსიარულეებსაც გადასდებს სახლში შექმნილ განწყობას.
ლამაზად მორთულ სახლში უკვე მხიარულებაც შემოდის, თუმცა დროა მოვიმარაგოთ ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი ხილი და ციტრუსები. ჩემს ოჯახში კივი ერთ-ერთი მთავარი საახალწლო ციტრუსია, მისი სუნი ჩემში უკვე საახალწლო განწყობას იწვევს.
* ბევრ ოჯახში ტრადიციაა, რომ საჩუქრები მხოლოდ თოვლის ბაბუას მოქვს, თუმცა რა არის ცუდი იმაში რომ ახლობლებს ჩვენც ვაჩუქოთ საჩუქრები?! მაღაზიები უკვე მოირთო საახალწლოდ თუმცა საჩუქრების მყიდველები ნაკლებად არიან. ნუ გადადებთ ამ პროცეს ბოლოსთვის.
* კომპიუტერი, რომელსაც ჩვენი დროის დიდი ნაწილი მიაქვს მორთეთ საახალწლოდ, დააყენეთ შესაბამისი ფონი, საფოსტო გზავნილებს კი ბოლოში დაურთეთ მისალოცი ტექსტიც.
* ამ პერიოდში ტელევიზიით ხშირად უშვებენ საახალწლო ფილმებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უამრავჯერ გვაქვს ნანახი, მათი ყურება მაინც არ გვბეზრდება და სასიამოვნო განწყობაზე გვაყენებს.
* საახალწლო მაშხალები (ფეიერვერკები), პატარებისათვის ახალი წლის მთავარ ატრიბუტად ითვლება. ხშირად სპეციალურად გადიან საყიდლებზე რომ 31 დეკემრისათვის გასაშვებად ყველაზე ლამაზი და ხმაურიანი მაშხალები შეარჩიონ.
* ბოლოს კი უნდა დაიგეგმოს, თუ სად გავატარებთ ახალი წლის ღამეს: ზოგისთვის ეს საოჯახო დღესასწაულია, ზოგისთვის მეგობრებთან გატარებული ლამაზი ღამე, ზოგისთვის რესტორანში გასვლის კიდევ ერთი მიზეზი და ა.შ. არჩევანი მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. მთავარია კარგი განწყობით შევდეთ და ლამაზად გაატაროთ ახალი წელი, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ.
იმედია ამ რჩევებს გამოიყენებთ. :)
რჩევები ახალი წლისათვის – შევცვალოთ რაღაც ჩვენს ცხოვრებაში☃
☃ აი კიდევ ერთი ნიუსი საახალწლო თემატიკით.
სურვილები და იმედი რომელიც ჩემსა და იმედია თქვენშიც სუფევს. ალბათ თითოეულ ჩვენთაგანს ოდესმე გასჩენია იმის სურვილი, რომ ახალი წელი ახალი ცხოვრებით დაეწყო. ვიღაცას უნდა რომ ყველაფერი ნულიდან განაახლოს, ვიღაცისთვის კი უმნიშვნელო და წვრილმანი ცვლილებებიც კი საკმარისია. ეჭვგარეშეა, რომ ეს არის ძალიან მიმზიდველი იდეა, გადავხაზოთ წარუმატებელი ნაბიჯები, ავიღოთ სუფთა ფურცელი და ახალი ხარისხიანი ფერებით დავხატოთ უკეთესი ცხოვრება. ისეთი, რომელზეც თქვენ ყოველთვის ოცნებობდით. გადაწყვეტილება იმისა, რომ დაიწყოთ ახალი ცხოვრება შთაგაგონებთ და მოგანიჭებთ ძალას, დიდი ოპტიმიზმით შეუდგეთ მოქმედებას . როგორც ჩანს, ყველაფერი მარტივად სჩანს ერთი შეხედვით, მაგრამ შეგახსენებთ რომ ამ ყოველივეს თქვენი დიდი ძალისხმევა დასჭირდება..
რა თქმა უნდა ახალი წელი- ძალზედ მაშტაბური და ენერგიული დღესასწაულია. მაგრამ თქვენი მოქმედებისა და დახმარების გარეშე არანაირ სასწაულ მეტამორფოზას არ ელოდოთ . სურვილი - ეს კარგია, მაგრამ ფანტაზიის განხორციელებისთვის საჭიროა უფრო კონკრეტული ქმედებები, რათა გაძლიერებული იქნას თქვნი ზრახვები.
მაშ ასე, რათა დაიწყოთ ახალი ცხოვრება, ამისათვის საჭიროა გახდეთ ახალი ადამიანი. თუ დღესასწაულისთვის, შენში არაფერს შეცვლი, მის მერე ნაკლებად სავარაუდოა რომ რაიმე ცვლილება მოხდება . დრო ფაქტიურად ძალიან მცირე რჩება, მაგრამ რაც მთავარია ის ჯერ კიდევ არის. აუცილებლად გამოიყენეთ იგი.
[ახალი ცხოვრება - ახალი ფიგურით]
თუ შენ გაწუხებს ჭარბიწონის პრობლემა, თქვენ არ უნდა იფიქროთ იმაზე რომ არასასურველი კილოგრამები სასწაულის მეშვეობით გაქრება თქვენი სხეულიდან. გინდა ახალი ცხოვრება? მაშინ დაიწყე შენს თავზე მუშაობა ამ წუთიდან - თუ თქვენ სასურველ ფორმებს ვერ მიაღწევთ 31 დეკემბრამდე, ამ შემთხვევაშიც ნუ იღელვებთ, მთავარი ისაა რომ ტრანსფორმაციისთვის მზადება დაწყებულია. დაიწყე ინტენსიური ვარჯიში და ჯანსაღი, სათანადო კვება. რამოდენიმე დღეში შენ თავს ბევრად უფრო კარგად და მსუბუქად იგრძნობ. გექნებათ სტიმული იმისა რომ აუცილებლად მიაღწევთ სასურველ შედეგს. ამ გადაწყვიტილებით შენ შენს თავსა და სხვებს დაუმტკიცებ რომ მიზანდასახული ხარ და გაქვს ძალა ბრძლისთვის.
[ახალი ცხოვრება ცუდი ჩვევების გარეშე]
როგორც ჩემთვის ცნობილია მოზარდთა უმეტესობა მწეველია და რეგულარულად ეწევა თამბაქოს. სწორედ ამიტომ აუცილებელია ეს უგუნური ჩვევა სამუდამოდ მოიცილოთ . უარი თქვი ამ ჩვევაზე დღეიდანვე, თორემ 1 იანვარს ამის გაკეთება ნამდვილად გაგიჭირდება. ეს ხომ სწორედ ის დღესასწაულია როდესაც საჭიროა ლხენა, დროს ტარება, ალკოჰოლის მიღება მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში.
გახსოვდეს რომ ყველაფერი შენს ხელშია. არაჩვეულებირვი დღესასწაულის სურნელი, რომელიც უკვე ჰაერში ტრიალებს - ნიშნავს იმის შესაძლებლობას რომ შეცვალო ყველაფერი უკეთესობისკენ .
აი რჩევების მოცემაც დავასრულე ^_^. ახალი წელი - ეს არის ის დღესასწაული, როცა გჯერა სასწაულების და გაქვს ძალიან კარგი განწყობა მიუხედავად ყველა სირთულეებისა - ხალხი ბედნიერია რომ ტყუილ უბრალოდ არ განვლო კიდევ ერთმა წელიწადმა. იმედია ეს წელი ყველასათვის ბედნიერი იქნება. ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნას გისურვებთ..როგორც წელს გარშემომყოფეფისაგან მესმის სააახალწლო განწყობა არ აქვთ... მაგრამ თუნდაც არ გქონდეთ თქვენ ბევრი მიზეზი გაქვთ იმასათვის რომ გაიღიმოთ და ახალ წელს ბედნიერი სახეებით შეხვდეთ. თუნდაც იმიტომ რომ ხართ ჯანმრთელები, გაქვთ ოჯახი და იზრდებით საყვარელი ადამიანების სიყვარულის გარემოცვაში.
გილოცავთ დამდეგ 2014 შობა - ახალ წელს!