ოთხშაბათი, 11.20.2024, 5:27 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

დღესასწაულები

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

გამარჯობათ... ახლა უკვე აქ გავაგრძელებთ რჩევების მოცემას... :)

რჩევები საახალწლოდ...                                                     


ახლოვდება ახალი წელი. ყველამ ვიცით, რა უნდა დავაწყოთ ნაძვის ხის ქვეშ და როგორ მოვრთოთ სახლი, როგორ გავაწყოთ და რომელი სასმელით დავამშვენოთ სუფრა?
ნაძვის ხის ქვეშ

რა უნდა ეწყოს ნაძვის ხის ქვეშ? რა თქმა უნდა, ქათქათა ბამბა, სათამაშო თოვლის ბაბუა და ნაირფერად შეფუთული საჩუქრები, რათა ყველაფერი ზღაპარს დაემსგავსოს... სჯობს, საჩუქრები ხის ქვეშ ადრევე დააწყოთ, რათა საღამოს იდუმალება შეემატოს - ახალ წელს ხომ ყველაფერი ნაძვის ხის გარშემო ხდება, ნაირფერად შეფუთული კოლოფები კი სასწაულის მოლოდინს ამძაფრებს.
ნაძვის ხის ქვეშ შეგიძლიათ დააწყოთ ყველაფერი, რაც გსურთ. მთავარია, საჩუქარი იყოს ორიგინალური, მაგრამ ამავე დროს სასარგებლო და სასიამოვნო.

როგორ მოვრთოთ საახალწლოდ სახლი

საახალწლოდ საჭიროა სახლის მორთვაც. არ არის აუცილებელი კედლების გადაღებვა ან მოხატვა, ჭერზე ვარსკვლავების მიწებება. საკმარისია, შეიძინოთ გირლანდები, ნათურები, ზანზალაკები, ფერადი ბუშტები და და კედლებზე მიამაგროთ.
თუ სახლში პალმა გაქვთ, შეგიძლიათ, ნაძვის ხის მაგივრად ის მორთოთ. ლამაზიც იქნება და თბილ დღეებსაც გაგახსენებთ.

მანდარინი - საახალწლო ხილი

მანდარინი უბრალო ხილი როდია - ის არის საახალწლო ხილი ნომერი ერთი. მანდარინის სურნელი ისე ერწყმის ნაძვის წიწვების არომატს, რომ ძნელი გასარჩევია, სად მთავრდება ერთი და სად იწყება მეორე.
გარდა საახალწლო განწყობისა, რა მოაქვს უჩვეულო მანდარინს? მიღებულია, რომ მისი ფერი ქვეცნობიერად იწვევს სიხარულს, აღფრთოვანებას, ამაღლებულ განწყობას. იაპონელების აზრით, მანდარინი ოჯახის დღეგრძელობის სიმბოლოა. ასე რომ, მიირთვით. დაე, წინ უამრავი საოცარი დღესასწაული გელოდეთ.

სუფრა

ზოგი ფიქრობს, რომ საახალწლო სუფრას სადღესასწაულო მორთულობა არ სჭირდება, მაგრამ ასე არ არის. ლამაზად გაწყობილი სუფრა საზეიმო განწყობას ქმნის, ამიტომ ახალი წლის სამზადისში ეს დეტალი მხედველობიდან არ გამოგრჩეთ. სუფრის გასაწყობად გამოიყენეთ ლამაზი თეფშები, რომლებიც ყოველ ოჯახში აქვთ `განსაკუთრებული შემთხვევებისთვის~, მაღალი ფუჟერები შამპანურისთვის, ლამაზი ჭიქები წვენისთვის. თეფშებთან დააწყვეთ მოხატული ხელსახოცები, მაგიდის შუაგულში დადგით ნაძვის ტოტებისგან, გირჩებისგან, ლენტებისა და ბაფთებისაგან შეკრული კომპოზიცია. არ დაგავიწყდეთ ლამაზ შანდლებში ჩადგმული სანთლები - ისინი იდუმალ ატმოსფეროს ქმნიან და სადღესასწაულო განწყობას აძლიერებენ.

შამპანური სუფრაზე!

ყველაზე საახალწლო სასმელი, რასაკვირველია, შამპანურია. 12 საათამდე ერთი წუთით ადრე ასიათასობით ადამიანი მთელ მსოფლიოში ხმაურით ხსნის შამპანურის ბოთლს და ოქროსფერ შუშხუნა სითხეს მაღალ ფუჟერებში ასხამს, რათა ახალი წლის სადღეგრძელო წარმოთქვას. ამ ტრადიციამ ჩვენშიც ისე მოიკიდა ფეხი, რომ ახალი წელი შუშხუნა ღვინის გარეშე ვეღარ წარმოგვიდგენია.

როგორ გადავიტანოთ სადღესასწაულო დღეები ნაკლები დანაკარგით
1. 31 დეკემბერს ეცადეთ, არ მიიღოთ მძიმე საკვები. მიირთვით მხოლოდ ხილი და ცოცხალი ბოსტნეულის სალათი;
2. სადღესასწაულო სუფრაზე უხვად არის შემწვარი და მოხრაკული, ნიგვზიანი კერძი. გირჩევთ, ოლივიე მაიონეზის მაგივრად ზეთით შეკაზმოთ და ტრადიციულ კერძებს დააყოლოთ;
3. კარგი იქნება, სუფრაზე ცოცხალი ხილი და ბოსტნეულიც ეწყოს. ამ შემთხვევაში თქვენი კუჭი ადვილად გაუმკლავდება ნაყროვანებას;

4. რაც შეეხება ტკბილეულს, გირჩევთ ტორტს ან ნამცხვარს პიტნის, მწვანე ან ბალახეული ჩაი დააყოლოთ. მისი დახმარებით ორგანიზმი ჭარბ კალორიებს უფრო ადვილად გადაამუშავებს.

ვინ არის სანტა კლაუსი?


შობა-ახალი წლის დადგომა ამერიკისა და ევროპის ქრისტიანულ ქვეყნებში სანტა კლაუსის სახელს უკავშირდება. მაგრამ ბევრმა არც კი იცის, თუ ვინ არის სინამდვილეში სანტა კლაუსი ან რატომ დამკვიდრდა იგი ამ სახით. 19 დეკემბერს ახალი სტილით მართლმადიდებელი ეკლესია დიდი სასწაულთმოქმედი წმიდანის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის - წმიდა ნიკოლოზის სხენების დღეს აღნიშნავს. იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული წმიდანია ქრისტიანულ სამყაროში. განსაკუთრებული თაყვანისცემა წმიდა ნიკოლაუსისა გერმანიაში - VI საუკუნიდან, რომში კი - VIII საუკუნიდან დამკვიდრდა. როგორც ცნობილია, წმიდა ნიკოლოზი, განსაკუთრებული ქველმოქმედებითა და მოწყალებით გამოირჩევა. მისი ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე. ყველასთვის ცნობილია, მაგალითად, თუ როგორ გადაარჩინა წმიდა ნიკოლოზმა ქალაქი მირონლუკია შიმშილისაგან; როგორ დააცხრო ქარიშხალი ლოცვით და პალესტინაში მიმავალი გემი გარდაუვალი დაღუპვისგან იხსნა; თუ როგორ გადაარჩინა წმიდა ნიკოლოზმა სიკვდილით დასჯას სამი მხედართმთავარი, რომლებსაც ბოროტმოქმედებმა ცილი დასწამეს. დაბოლოს, საყოველთაოდ ცნობილია ერთი ეპიზოდი წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან. იმხანად წმიდა ნიკოლოზი ქალაქ პატრაში მღვდლად მსახურობდა. მან შეიტყო, რომ ერთ გაღატეკებულ კაცს, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა და მათი გამზითვება და დაქორწინება არ შეეძლო, - განუზრახავს მათი საროსიკოპოში გაგზავნა და ამ გზით გამდიდრება. ქალწულები ცრემლით ევედრებოდნენ უფალს გამოხსნას ამ საშინელი ხვედრისაგან. ყოვლადმოწყალე ღმერთმა მათ დასახმარებლად მღვდელი ნიკოლოზი გააგზავნა. სამგზის მივიდა მის სახლთან წმიდა ნიკოლოზი და ყოველ მისვლაზე კარის ზღურბლთან ოქროთი სავსე ქისა დატოვა. ასე შეძლო მამამ თავისი სამივე ქალიშვილის გამზითვება. ამგავარად იხსნა წმიდა ნიკოლოზმა სამი ქალწული და მათი მამა საშინელი განსაცდელისაგან. სწორედ ამ ეპიზოდმა წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან განაპირობა სანტა კლაუსის დამკვიდრება დასავლურ ტრადიციაში. ასე, თანდათანობით, იქცა იგი დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის შობა-ახალწლის სიმბოლოდ - სანტა კლაუსად. შობა ღამეს, წმიდა ნიკოლოზის სასწაულის მოლოდინში, საჩუქრების დასატოვებლად საგანგებოდ წინდებს გამოფენდნენ ხოლმე. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შობა ღამეს წინდებსა და ფეხსაცმელს ბუხართან ტოვებენ, რადგან სწამთ, რომ საკვამურიდან სახლში სანტა კლაუსი ან მისი თანაშემწე შემოაღწევს და წინდებსა და ფეხსაცმელში საჩუქრებს ჩააწყობს. ბავშვების საშობაოდ დასაჩუქრების ტრადიცია გერმანიაში X საუკუნიდან იწყება. იმხანად სამონასტრო სკოლებში წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს „საეპისკოპოსო" თამაშებს ატარებდნენ: ერთ-ერთი მოსწავლე მღვდელმთავრად იმოსებოდა და თავის თანატოლებს საჩუქრებს ურიგებდა. XVI-XVII საუკუნეებში ეს ტრადიცია გერმანიაში საბოლოოდ დამკვიდრდა. ახლა უკვე „წმიდა ნიკოლოზი" არა მარტო დადის სახლებში ზურგზე მოკიდებული საჩუქრებით სავსე ტომრით, არამედ იგი აუცილებლად ამოწმებს, იციან თუ არა ბავშვებმა კატეხიზმო და დაზეპირებული აქვთ თუ არა ლოცვები და მხოლოდ ამ „გამოცდის" შემდეგ ასაჩუქრებს მათ. წმიდა ნიკოლოზობის დღესასწაულისათვის ბავშვები გულმოდგინედ ლოცულობენ. საღამოს კი კართან ფეხსაცმელებს ტოვებენ და მათში დილით საჩუქრებს მოელიან. თუმცა დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით, პროტესტანტულ რეგიონებში, წმიდა ნიკოლოზის რელიგიური არსი თანდათანობით უკანა პლანზე გადავიდა; სანტა კლაუსის პერსონაჟმა სახეცვლილება განიცადა - დღეს იგი უკვე მოიაზრება, როგორც ჯადოქარი სინრე-კლაასი ან სანტა კლაუსი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს პერსონაჟი თოვლის პაპად, ნოელემად ან ვაინახსმანად ყოველთვის როდი აღიქმება. XX საუკუნის 30-იანი წლებიდან სანტა კლაუსი საზოგადოებრივ ცნობიერებაში დამკვიდრდა, როგორც კომპანია „კოკა-კოლას" სარეკლამო სახე. მას შემდეგ სანტა კლაუსის პერსონაჟი საბოლოოდ აღიქმება ცნობილ თოვლის პაპად. დამკვიდრდა ასევე „სანტას" ტრადიციული ფორმაც: წითელი თეთრბეწვმოყოლებული ხიფთანი, შარვალი და ქუდი. თუმცა წინა საუკუნეებში „საშობაო პაპა" სრულიად სხვაგვარად იყო შემოსილი და ჩიბუხსაც კი აბოლებდა. სწორედ ასეთი პესონაჟი ფიგურირებს კლემენტ მოორეს ლექსში „საშობაო პაპის სტუმრობა". სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, თანამედროვე ბავშვის ცნობიერებაში ამჟამინდელი სანტა კლაუსი არანაირად არ უკავშირდება წმიდა ნიკოლოზს.

სანტა კლაუსი


თოვლის ბაბუა გამონაგონი როდია, ის მართლა არსებობს. სანტა-კლაუსი წარმოშობით ფინეთის ლაპლანდიიდანაა და იქვეა ჩაწერილი. ამ მხარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ცხოვრობს, კორვანტუნტურის მთაზე. 

დათოვლილ ნაძვებში ჩაფლული რეზიდენცია ზღაპრული და ჯადოსნური სამყაროს განცდას ბადებს. ხმაურიან ქალაქებს, ცივ ცათამბჯენებს, მანქანების დაუსრულებელ ნაკადს მოწყვეტილი ეს კუთხე პირველყოფილი ბუნების სიმშვენიერით სუნთქავს. ირმებიანი მარხილებით გაკვალული თოვლი, ფინური ხის მყუდრო და თბილი სახლები, გამჭვრივალე და სუსხიანი ჰაერი, მოლურჯო-იასამნისფერი ღამის ფონზე ანთებული ლამპიონები, გარინდებული დრო იდუმალებისა და სასწაულის მოლოდინს ამძაფრებს. ნაძვიდან ჩამოვარდნილი თოვლის გუნდაც კი ხმას გამოსცემს. სანტა-კლაუსის სამფლობელო თითქოს ანდერსენის ზღაპარს ყვება და მსოფლიოს ყველა კუთხის ბავშვთა საახალწლო სურვილებსა და ნატვრას ისმენს, რათა ახალი წლის ღამეს ერთიანად დაიბერტყოს თავისი კალთა. 

სიმშვიდისა და მყუდროების განცდა აქ მხოლოდ მოჩვენებითია. ეს ხომ ჯადოსნური სამყაროს თვისებაა. თითქოს არაფერი ხდება. სინამდვილეში კი მთელ სამფლობელოში მოფენილ პატარა ქოხებში საოცარი ფუსფუსი და სამზადისია. სანტა-კლაუსი ყოველდღე ჩადის თავის რეზიდენციაში, თვალყურს ადევნებს და მონაწილეობს საახალწლო დღესასწაულში. დასასვენებლად ჩამოსულ სტუმრებს ღირსეულ მიღებას უწყობს. ბავშვებისთვის ცოცხალ თოვლის ბაბუასთან შეხვედრა ხომ დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა. სანტა-კლაუსი თოვლის ბაბუაა, მაგრამ მზესავით ნათელი და თბილი, ბუბუნა ხმითა და ფაფუკი ხელებით, ფუმფულა გრძელი წვერითა და კეთილი ღიმილით. ბავშვისთვის თოვლის ბაბუასთან შეხება, მის კალთაზე ჩამოჯდომა და კოცნა ხომ მთელი წლით ოცნებების ასრულებისა და სიკეთის გარანტიაა. ეს ყველაფერი ცხადშია და არა სიზმარში, სამწუხაროდ, წელიწადში მხოლოდ ერთხელ. 

სანტა კლაუსის რეზიდენციაში შობის დღესასწაულზე განსაკუთრებული მენიუა: შემწვარი ბარკალი, ინდაური და მზეზე გამოყვანილი, გამხმარი თევზი, ნაკვერჩხალზე შემწვარი ირმის ხორცი და მწვანილთან ერთად დაბრაწული კაკაბი; ვახშამზე - სოკოს სუფი, შებოლილი ორაგული, კარტოფილის პიურე და თევზეული, ორცხობილა, ვინეგრეტი და ნაკლებმარილიანი ქაშაყი; დესერტად - უგემრიელესი, ტკბილი ფუნთუშები და საყვარელი სასმელი სახტი - ჭვავის ალაოს მაგარი ლუდი. 

სანტას რეზიდენციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფოსტას. იგი პოლარულ წრეზე მდებარეობს და იქ მხიარული ჯუჯები მუშაობენ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მისალოც ბარათებს გზავნიან, წერილებსა და საახალწლო გზავნილებს, რომელთაც საკუთარი საფოსტო ემბლემა აქვთ. ალბათ დიდი სიხარულია მსოფლიოს მთავარი თოვლის ბაბუას სახლიდან ამანათისა და მილოცვის მიღება. 


სანტა კლაუსი, საშობაო დღესასწაულების გარდა, მთელი წლის მანძილზე მუშაობს. ამ დროს მთელ სამყაროს უვლის თავისი ციგით, რომელშიც ირმებია შებმული. სანტა საკვამურით შედის ოჯახში და ბუხარზე დაკიდებულ წინდებში საჩუქრებს ტოვებს. სხვა დღეებში ის თავის მყუდრო სახლშია და ბუხართან ბავშვებს ესაუბრება, უმასპინძლდება ტკბილეულით და ისმენს მათ სურვილებს. ზამთრის გრძელ ღამეებში ბავშვების წერილებს კითხულობს. მაგრამ ამ ქვეყანაზე რა გამოლევს მკაცრ რეალისტებსა და მეცნიერებს, რომლებიც ფიზიკის კანონების გათვალისწინებით ცდილობენ, დაასაბუთონ რომ სანტა-კლაუსის თავდედება არარეალურია. მათი გამოანგარიშებით, სანტა ვერ შეძლებს 1890000-ტონიანი ტვირთის თრევას და ასე დახუნძლული უამრავი სახლის ბუხარში საკვამური მილით ჩაღწევას (ამ წონის საჩუქრები 308 მილიონ ბავშვზეა ნაგულისხმევი). ამგვარი გამოანგარიშებისა და შეზღუდული ფანტაზიის მკვლევრებმა სანტას ირმებიც კი დათვალეს და საჩუქრების საზიდად 145 000 ჩრდილოეთის ირემი გამოუყვეს, მოძრაობის სიჩქარე ბგერის სიჩქარეზე (31 სთ. განმავლობაში მან 1040 კმ. უნდა გაიაროს) აღმატებულად ჩაუთვალეს. ისე კი, ბევრს კი ანგარიშობენ, ამგრამ დარწმუნებული ხართ ალბათ, რომ მოუთმენლად ელიან ყოველ წელს მისგან მოტანილ საჩუქრებს. თუ თქვენც ეჭვი გეპარებათ სანტა-კლაუსის არსებობაში, შეგიძლიათ წერილი მისწეროთ მისამართზე: Santa Claus, 96930. Na papiiri, 99999. პასუხს აუცილებლად მიიღებთ. 

იცით, ვის მიიჩნევენ სანტა-კლაუსის პროტოტიპად? - იზმირის ეპისკოპოს ნიკოლოზს, რომელიც ქრისტიანულ სამყაროში წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედად არის ცნობილი. რატომ? გადმოცემით, მდიდარი ეპისკოპოსი ბავშვებსა და ღარიბებს საჩუქრებს თურმე ფანჯრის რაფაზე ჩუმად უტოვებდა. 
სანტა-კლაუსის რეზიდენცია კლდეში გამოკვეთილი სანტა-პარკიცაა, სადაც ბავშვებისთვის ატრაქციონებია, მინი-დისნეილენდი, თოჯინების თეატრი, ზღაპრული კარუსელი და ჯუჯა ხეების ტყეც. არც ერთი წუთი მოწყენისთვის და რომც მოისურვოთ, თოვლისბაბუა ამის ნებას არ მოგცემთ. არქტიკული ზოოპარკისკენ - რანუა რომ ჰქვია - ჯუჯები გაგიძღვებიან და ირმების ფერმასაც დაგათვალიერებინებენ. სანტა კლაუსის რეზიდენციის ბოლო აკორდია პოლარული წრის გადაკვეთა, რომლის მონაწილეებს სამახსოვრო სერტიფიკატით აჯილდოებენ. მტავარი სანტა-კლაუსი და მისი რეზიდენცია მომავალ წლამდე ბედნიერებასა და ოცნებების ახდენას ჰპირდება თავის სტუმრებს.


შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩვენი გამოკითხვა

სად შეხვდებით ახალ წელს?
სულ პასუხი: 6

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0